ქაბულში საპროტესტო აქციის მსვლელობისას 5 ადამიანი დაიღუპა

5 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საპროტესტო აქციის მსვლელობისას. აქციის მონაწილეები ქვეყნის მთავრობას ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში უუნარობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო სასახლესთან მისვლას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა,  შემდეგ  კი ცეცხლიც გახსნა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ცნობილი ავღანელი პოლიტიკოსის შვილიც არის.
ცნობისთვის, ქაბულში 3 დღის წინ მომხდარ ტერაქტს 90 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა. ტერორისტულ შეტევაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ავღანურმა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ეს ფაქტი დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები