ემანუელ მაკრონი: დავუბრუნოთ დედამიწას დიდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დედამიწას დიდება უნდა დაუბრუნდეს. ასეთი კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც აშშ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოიყვანა. მაკრონის ეს განცხადება ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგის გადაკეთებული ვერსიაა. ტრამპი აცხადებდა, რომ ის „ამერიკას დიდებას დაუბრუნებს“. ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ტრამპის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს აშშ-თვისაც და მთელი პლანეტისთვისაც წამგებიანია. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან ერთად კლიმატის და ეკოლოგიის პრობლემებზე მუშაობას გააგრძელებს. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა 1 ივნისს განცხადა, რომ აშშ კლიმატის შესახებ პარიზში 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას ტოვებს. მან განაცხადა, რომ შეთანხმების დღევანდელი ვერსია აშშ-თვის წამგებიანია და აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები