ყოფილი რუსი დეპუტატის ცოლის განცხადებით, რუსი „კანონიერი ქურდები“ სააკაშვილის მოკვლას გეგმავდნენ (ვიდეო)
უკრაინაში მოკლული ყოფილი რუსი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის ცოლი მარია მაკსაკოვა აცხადებს, რომ რუსი „კანონიერი ქურდები“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ექს გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოკვლას გეგმავდნენ ამის შესახებ მან გადაცემა „დრუგაია უკრაინას“ ეთერში განაცხადა, რომლის წამყვანი მიხეილ სააკაშვილია. მისი თმით, სააკაშვილზე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების დავალებით ნადირობდნენ. მაკსაკოვა აცხადებს, რომ ის მსგავს საუბრებს პირადად შეესწრო. ის ამბობს, რომ დამნაშავეები ისე აპირებდნენ მკვლელობის მოწყობას, რომ გამოძიების დროს კვალი სულ სხვა მიმართულებით წასულიყო. ცნობისთვის, მაკსაკოვას ქმარი, დენის ვორონენკოვი კიევის ცენტრში 2017 წლის 23 მარტს მოკლეს.