აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა – მოსკოვი საპასუხო ზომებით იმუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების გამო მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ზომებით ემუქრება. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განუცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ჩიხში არ აღმოჩნდეს, მაგრამ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებები კრიზისის დაძლევას ხელს არ უწყობს. ჩვენ ვმუშაობთ საპასუხო ზომებზე და ამასთანავე შევეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები ისეთ ჩიხში არ აღმოჩნდეს, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელი იქნება“ – განაცხადა რიაბკოვმა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ და სარაკეტო ტექნოლოგიებში თანამშრომლობის გამო რუსეთის 9 ორგანიზაციის და 3 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. „შავ სიაში“ რუსული კომპანიები „არდის პადშიპნიკი“ და „ნავთობის დამოუკიდებელი კომპანია“ აღმოჩნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები