თურქეთში ოპოზიციონერი დეპუტატი დააკავეს
თურქეთის დიარბაქირის პროვინციაში პოლიციამ ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ წევრი, დეპუტატი ოსმან ბაიდემირი დააკავა. ამის შესახებ “როიტერი“ იუწყება.
ოფიციალური ინფორმაციით, ბაიდემირის დაკავების მიზეზად სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება სახელდება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ამ პარტიის 11 დეპუტატი დააკავა, რომელთა შორის “დემოკრატიული პარტიის“ თანათავმჯდომარეები სალახეთინ დემირთაში და ფიგენ იუქსეკდაგიც არიან.