კამერუნში ორი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა კამერუნში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ტერაქტი კამერუნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. აქ რადიკალური მოძრაობის „ბოკო ჰარამის“ „ბოევიკები” მოქმედებენ. ნიგერიაში, კემერუნში და აფრიკის სხვა რამდენიმე ქვეყანაში მათი მოქმედების შედეგად მილიონობით ადამიანი დაზარალდა, ათასობით დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები