პუტინმა ამერიკელ ბიზნესმენებს აშშ-რუსეთის ურთიერთობების მოგვარებაში დახმარება სთხოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ამერიკელ ბიზნესმენებს აშშ-რუსეთის ურთიერთობების მოგვარებაში დახმარება სთხოვა. ამის შესახებ პუტინმა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, წარმატების მიღწევა მხოლოდ ორივე მხარის ძალისხმევით არის შესაძლებელი. ასევე აუცილებელია პოლიტიკური ნება.
„დაგვეხმარეთ ნორმალური პოლიტიკური დიალოგის აგებაში. დაეხმარეთ პრეზიდენტ ტრამპს. მე რუსეთის სახელით გთხოვთ და მივმართავ აშშ-ს ბიზნესისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობების არსებობა“ – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა მადლობა გადაუხადა იმ ამერიკელ ბიზნესმენებს,. რომლებმაც პეტერბურგის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. მან რუსეთ-აშშ-ის ეკონომიკურ ურთიერთობებს „მთლიანობაში პოზიტიური“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები