„თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ინდექსში შევიდა

„თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შევიდა.
აღნიშნული ცვლილების შედეგად, „თიბისი ბანკის“ აქციებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად, ეს აქციების ლიკვიდურობაზე იმოქმედებს.
„თიბისი ბანკის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება, ხოლო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში “თიბისიმ” შარშან გადაინაცვლა.
FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია, რომელიც სიდიდით 101-დან 350-ის ჩათვლით არსებულ მსხვილ კომპანიებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები