„ჯეჯელავას შეფასება უპასუხისმგებლო და არაადეკვატური იყო” – უფლებადამცველი განათლების მინისტრს აკრიტიკებს ​

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის, საქართველოდან გაუჩინარების და მისი აზერბაიჯანის მხრიდან დაკავების ფაქტს უფლებადამცველი სოფო ხორგუანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. ხორგუანის თქმით, ეს იყო პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
„ ეს არის ცუდი, დასაგმობი და სასწრაფოდ გამოსაძიებელი ფაქტი. უამრავი ვერსია გამოითქვა. ეს დაგეგმა და განახორციელა იმან, ვისაც არ მოსწონს საქართველოს გადაწყვეტილება, ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაცია გააგრძელოს, ვისაც არ მოსწონს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო წარმატებები, როდესაც მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, რაც დასტური იყო იმის, რომ საქართველო მიდის ევროპული გზით. ეს მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო თავად აზერბაიჯანის სახელმწიფოს ინტერესებში, რადგან ახლა რა აჟიოტაჟიც არის შექმნილი და შეფასებებიც კეთდება, ცხადყოფს იმას, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც მიმართული იყო როგორც ჩვენი, ასევე, აზერბაიჯანის წინააღმდეგ. თვითონ ფაქტი არის ძალიან აღმაშფოთებელი, პრაქტიკულად, იმ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – განაცხდა სოფო ხორგუანმა.
უფლებადამცველმა ხელისუფლება დაგვიანებული რეაქციის და ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. მისი თმით, ჯეჯელავა არ არის ის ადამიანი, ვისაც მსგავს ფაქტებზე ხელისუფლების პოზიციის გახმოვანება უნდა დაევალოს.
„ უცნაური და არაადეკვატური შეფასება იყო მინისტრ ჯეჯელავას მხრიდან გაკეთებული, სრულიად წარმოუდგენელი და უპასუხისმგებლო. ვერაფრით ვხვდები, რატომ აქვს დავალებული ბატონ ჯეჯელავას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებასთან ურთიერთობა და ასეთი თემებისა და ფაქტების შეფასება რატომ აქვს დავალებული ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას? რატომ ახმოვანებს ხელისუფლებას ის ადამიანი, ვინც ხშირად აკეთებს არაადეკვატურ შეფასებას? ხელისუფლებისგან, ზოგადად, იყო დაგვიანებული შეფასება. ყველაზე ადეკვატური, სწორი და ჯანსაღი განცხადება ხელისუფლებიდან თეა წულუკიანმა გააკეთა“, – განაცხადა ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები