რუსეთმა თურქული პომიდვრის იმპორტის აკრძალვა ძალაში დატოვა

რუსეთმა თურქეთიდან ყველა სახის პროდუქციის შეტანაზე დაწესებული აკრძალვები გააუქმა. შეზღუდვები მხოლოდ პომიდვრის იმპორტთან დაკავშირებით შენარჩუნდება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შესაბამისი დადგენილება რუსეთის მთავრობამ მიიღო. როგორც ვიცე-პრემიერმა, არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, თურქეთიდან რუსეთში პომიდვრის იმპორტის დაშვება მხოლოდ ნოემბრიდან აპრილამდე შუალედში იქნება შესაძლებელი, თუმცა ის შეზღუდული რაოდენობით განხორციელდება. მისი განცხადებით, ეს ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელდება.
რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ თურქული პომიდვრის იმპორტზე შეზღუდვების შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთის სოფლის მეურნეობა 3-5 წლის შემდეგ, მას სრულად ჩაანაცვლებს.
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 2015 წლის ნოემბერში გაუარესდა, როდესაც თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს. ამის შემდეგ, მოსკოვმა თურქულ პროდუქციაზე ემბარგო დააწესა და თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები