მამაკაცი, რომელიც პუტინზე თავდასხმას გეგმავდა, კიევში მძიმედ დაჭრეს

კიევში მძიმედ დაჭრეს ადამ ოსმაევი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება 2012 წელს პრეზიდენტ პუტინზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებდა. მაშინ ოსმაევს რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა.
ოსმაევი ცეცხლსასროლი იარაღით კიევის ცენტრში დაჭრეს. პოლიციის ინფორმაციით, მასთან ერთ-ერთი პირი  ჟურნალისტის სახელით მივიდა და ის პისტოლეტიდან მძიმედ დაჭრა. ოსმაევის ცოლმა, ამინა ოკუევამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელი დაჭრა. პოლიციამ, „თავდასხმის მცდელობის მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ექიმების განცხადებით, არც ერთი დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადამ ოსმაევი 2012 წელს ოდესაში დააკავეს. მას „ტერაქტის მომზადების“ მუხლით ბრალი წაუყენეს. რუსეთის სამართალდამცველების ინფორმაციით, ოსმაევი პრეზიდენტ პუტინზე 4 მარტის არჩევნების შემდეგ თავდასხმას გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები