ბრაზილიის პოლიციამ საზღვარზე აუზების გამაცხელებლებში დამალული ათობით ავტომატი ამოიღო

ბრაზილიის პოლიციამ 60 ავტომატი ამოიღო, რომლებიც აუზების გამაცხელებლებში იყო დამალული. კონტრაბანდული იარაღის ტვირთი ბრაზილიაში აშშ-ის ქალაქ მაიამიდან გააგზავნეს.
პოლიციამ უკვე დააკავა ოთხი ადამიანი. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ეს იარაღის უმსხვილესი პარტიაა, რომელიც ოდესმე ამოუღიათ.
„შავ ბაზარზე“ იარაღის პარტიის ფასი 1,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პოლიციამ რენტგენის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც  აუზების გამაცხელებლების კონტეინერებში დამალული იარაღი ჩანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები