ტრამპმა კლიმატის შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გადის. ეს შეთანხმება 2015 წელს იყო ხელმოწერილი. პარიზის შეთანხმების გაუქმება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახალი შეთანხმების გაფორმებაზე იმუშავებს, რომელიც ამერიკისთვის უფრო სამართლიანი უნდა იყოს. პრეზიდენტმა, ასევე, დაამატა, რომ შეთანხმების მიხედვით, ინდოეთს და ჩინეთს მრეწველობის დარგების განვითარება შეუძლია, მაშინ, როდესაც აშშ-ს დოკუმენტი მის შემცირებას ავალდებულებს.
დონალდ ტრამპმა გაეროს კლიმატის მწვანე ფონდი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პარიზის შეთანხმება 2025 წლისთვის შეერთებულ შტატებს 2 მლნ. 700 ათას სამუშაო ადგილს დააკარგვინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები