მანილაში კაზინოზე თავდასხმას 36 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში კაზინოზე თავდასხმას 36 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. პოლიციის ინფორმაციით, კაზინოს თავს ავტომატური შაშხანით შეიარაღებული პირი  დაესხა და იქ ხანძარი გააჩინა. დაღუპულთა უმეტესობა კვამლით გაიგუდა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის მიზანი ძარცვა იყო. თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები