ავღანეთში 6 თვითმკვლელი ტერორისტი დააკავეს

ავღანეთის სპეცსამსახურებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 6 თვითმკვლელი ტერორისტი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „პაჟვაკი“ იუწყება.
დაკავების დეტალები არ საჯაროვდება. ტერორისტების აყვანა ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა.
ცნობისთვის, ავღანეთის დედაქალაქში 31 მაისს ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიღუპა 90-მდე ადამიანი, დაჭრილია 380. ავღანეთის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ტერაქტი დაჯგუფება „ჰაკანის ქსელმა“ მოაწყო, რომელიც პაკისტანთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები