ტრამპმა თელ-ავივიდან იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანა გადადო

ტრამპმა ისრაელში ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან ისრაელში გადატანა ნახევარი წლით გადადო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
აშშ-ის კონგრესმა საელჩოს გადატანის გადაწყვეტილება 1995 წელს მიიღო, თუმცა ამ გეგმის განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ საელჩოს იერუსალიმში გადაიტანდა.
თეთრის ახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი ამ პირობას შეასრულებს, თუმცა დღეს ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესი უფრო მნიშვნელოვანია. „საკითხი არ დგას მოხდება თუ არა საელჩოს გადატანა, საკითხი დგას თუ როდის მოხდება ეს“ – აცხადებენ თეთრ სახლში.
პალესტინური მხარე ტრამპის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ის ისრაელთან სამშვიდობო პროცესს ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები