2016 წელს რუსეთში 720-მა ბავშვმა მოიკლა თავი

რუსეთის ფედერაციაში 2016 წელს 720-მა ბავშვმა მოიკლა თავი. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, ლილია გუმეროვამ ქალაქ უფაში მშობელთა ფორუმზე განაცხადა.
გუმეროვას ინფორმაციით, თვითმკვლელობის ნაწილი ე.წ. სიკვდილის ჯგუფებს უკავშირდება, რომლებიც სოციალურ ქსელებში მოქმედებენ. მისი ინფორმაციით, 2016 წელს რუსეთში 150 ასეთი ჯგუფის საქმიანობა აღმოიფხვრა.
დეპუტატს მიაჩნია, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები საკმარისი არ აირს და აუცილებელია ბავშვებში შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე 2205-მა ბავშვმა მოიკლა თავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები