საპატრიარქო: ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული

ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
საქართველოს საპატრიარქო პირადი ინიციატივებისგან ყველას თავშეკავებას ურჩევს.
„ბატონი ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია.
ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული. მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისგან შეიკავონ თავი“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი – სოსო ოხანაშვილი და თბილისის სემინარიის რამდენიმე პედაგოგი პატრიარქის სიკვდილის სურვილში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები