კამერუნში ორი თვითმკვლელი ტერორისტი დაიღუპა
კამერუნის ჩრდილოეთ ნაწილში ორი თვითმკვლელი ტერორისტი დაიღუპა. ინციდენტი ნიგერიის საზღვართან მოხდა.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ხოლო მეორე უშიშროების ძალებმა მოკლეს. აფეთქების დროს, ორი ადგილობრივი მოქალაქე დაიჭრა.
კამერუნის ჩრდილოეთ ნაწილში „ბოკო ჰარამის“ „ბოევიკები მოქმედებენ. ისინი აქ ტერაქტებს აწყობენ და მოსახლეობას იტაცებენ.
გასულ კვირას, აქ 3 თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს, რომლებიც ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქების მოწყობას გეგმავდნენ.
გაეროს ინფორმაციით, „ბოკო ჰარამის“ ტერორისტების მოქმედების შედეგად, 26 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა. ამ რეგიონიდან, ტერორისტული საფრთხის გამო, 2,6 მილიონი ადამიანი სხვა ადგილებში გადასახლდა.