საჰარას უდაბნოში 44 მიგრანტი დაიღუპა

საჰარას უდაბნოში 44 მიგრანტი დაიღუპა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, მიგრანტები დასავლეთ აფრიკის რეგიონიდან იყვნენ და ჩრდილოეთ ნიგერში გადაადგილდებოდნენ. ისინი  ლიბიაში ჩასვლას და ევროპაში გამგზავრებას ცდილობდნენ. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია.
„როიტერის“ ინფორმაციით, ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა, რაც მიგრანტებს სატვირთო ავტომობილი გაუფუჭდათ. 6-მა გადარჩენილმა  მიგრანტმა ერთ-ერთ სოფელში ჩასვლა მოახერხა და ამ ამბის შესახებ მოსახლეობას აცნობა.
ნიგერიდან ლიბიაში ჩასვლა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მარშრუტია მიგრანტებისთვის, რომლებიც დასავლეთ აფრიკის გაღატაკებული ქვეყნებიდან გაქცევას ცდილობენ. საერთაშორისო ორგანიზაციებს არა აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი მიგრანტი იღუპება უდაბნოში, ვინაიდან ეს რეგიონი დაუსახლებელია და ცუდად არის შესწავლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები