ვანო ზარდიაშვილი ოპონენტებს პასუხობს: მინისტრის გადადგომა უადგილოა

„წინასწარ მინისტრის გადადგომა და რაღაც საკითხების შეფასება, ჩემი აზრით, უადგილოა“, – ამ სიტყვებით პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ოპონენტების მხრიდან შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას.
ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე, მინისტრის გადადგომაზე საუბარი და გარკვეული შეფასებების გაკეთება, არასწორია.
,,როგორც ყოველთვის, ჩვენი ოპონენტები უსწრებენ არსებულ ვითარებას. ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური და პროფესიონალი, მაღალი დონის სამართალდამცავი უწყებები და შესაბამისად, მათ უნდა თქვან საბოლოო სიტყვა. სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ამ სიტუაციის შეფასება. წინასწარ მინისტრის გადადგომა და რაღაც საკითხების შეფასება, ჩემი აზრით, უადგილოა“, -განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
”ევროპული საქართველო” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტში, უმცირესობის ფორმატში, შს მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის მისვლას მოითხოვს, ,,ნაციონალური მოძრაობა“ კი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების გადადგომას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები