ალექსანდრე ჯეჯელავა: აფგან მუხთარლიზე არასწორი ინფორმაცია მქონდა

“აფგან მუხთარლიზე არასწორი ინფორმაცია მქონდა”,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს გუშინდელი განცხადების საპასუხოდ განუცხადა, როდესაც აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლი ჟურნალისტი არ არის.
„ეს ადამიანი რადიო „თავისუფლებაში“ იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა, ამავე დროს, არის ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც, შესაბამისად, ორივე როლი ჰქონდა“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ვიცე-პრემიერი ქართული მხარის მიერ ჟურნალისტის გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნულს სიცრუე უწოდა.
„ეს არის სიცრუე, რომ ხელისუფლებამ აზერბაიჯანს ჟურნალისტი ან გადასცა, ან თანამშრომლობდა. მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ ძალოვანი ან სხვა უწყების თანამშრომლობას, ნებისმიერ, თუნდაც კარგ პარტნიორ ქვეყანასთან. ეს არის სიცრუე, რომელსაც ჩვენი ოპონენტები შეგნებულად ავრცელებენ“, – განაცხადა ალექსნადრე ჯეჯელავამ.
მინისტრის შეფასებით, ნებისმიერი ჟურნალისტისთვის საქართველოში თავისუფლების შეზღუდვა არის აბსოლუტურად მიუღებელი იმ მაღალი სტანდარტებისთვის, რომელსაც ქვეყანა ამკვიდრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები