ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მას პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წაუყენა. ესენია – კონტრაბანდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები