აშშ-მა სირიელი ქურთებისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიელი ქურთებისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო.
ამ ქვედანაყოფებმა ქალაქ რაქას შტურმში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც 2014 წლიდან „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.
სირიელი ქურთების მხარდაჭერა თურქეთის უკმაყოფილებას იწვევს, რომელიც „ქურთთა მუშათა“ პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს.
რაქა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი ქალაქია. ქალაქის გათავისუფლების ოპერაციას „სირიის თავისუფალი არმია“ ამერიკული ავიაციის მხარდაჭერით განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები