ანჟეი დუდა პოლონელებმა და ქართველებმა ძალიან დიდი ტკივილი მიიღეს ძლიერი მეზობლისგან

პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას და პირველი ლედის აგატა კორნჰაუზერ-დუდას პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა.
საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და პოლონელ და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.
,,ქართველები პოლონელთა მხარდამხარ იბრძოდნენ და 1918 წელს გმირულად იცავდნენ პოლონეთს ბოლშევიკების აგრესიისაგან. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაცია ასევე მიუღებელი იყო პოლონეთისათვის. მართალია, საქართველოს ემიგრაციული მთავრობა საფრანგეთში დასახლდა, მაგრამ იუზეფ პილსუდსკის გარდაცვალებამდე ისინი ფინანსურ დახმარებას პოლონეთიდან ღებულობდნენ.
ბატონო პრეზიდენტო, მე მოხარული ვარ რომ თქვენი ვიზიტის ფარგლებში თბილისში გენერალ იუზეფ პილსუდსკის ქუჩა გაიხსნება.
ჩვენ ხალხებს ყოველთვის აერთიანებდა თავისუფლების სიყვარული და თავგანწირვა უკეთესი მომავლისა და საერთო კეთილდღეობისათვის. ამ სულისკვეთებამ ჩვენ არამხოლოდ ერთიანი იდეალები, არამედ საერთო გმირებიც დაგვიტოვა. ისტორიამ შემოგვინახა გრიგოლ ფერაძისა და სხვა მამუმლიშვილთა სახელები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს პოლონეთის კეთილდღეობაში.
ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს საქართველოს ეროვნული გმირის, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისი აღმატებულება ბატონი ლეხ კაჩინსკის თავგანწირვას, რომელიც 2008 წელს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იდგა თბილისში, ჩვენს გვერდით, რათა საქართველო რუსეთის სამხედრო აგრესიისაგან დაეცვა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის პოლონელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლონეთი ვერასოდეს შეეგუება საქართველოს ოკუპაციას.
“დღეს, მე როგორც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პოლონეთი არასდროს შეეგუება კანონის დარღვევით, სამხედრო და ეკონომიკური შანტაჟით თუ შეიარაღებული აგრესიით საერთაშორისო წესრიგის დარღვვევას. თანმიმდევრულად და უცვლელად ვემხრობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მხარს ვუჭერთ საქართველოს სრულ სუვერენიტეტს.
მსოფლიოს არ აქვს უფლება შეეგუოს კანონის ძალის ძალის კანონით ჩანაცვლებას! პოლონელებმა და ქართველებმა ძალიან დიდი ტკივილი მიიღეს ძლიერი მეზობლისგან, ამიტომ დღეს მტკიცედ იცავენ თავისუფალ სამყაროს და საერთაშორისო წესრიგს.
დიდი სიხარულით მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უცვლელად ორიენტირებულია დასავლურ სამყაროზე. პოლონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ევროკავშირის და ნატო-ს გახსნილობას იმ ახალ სახელმწიფოებზე, რომლებიც იზიარებენ მათ ღირებულებებს” – აღნიშნა ანდჟეი დუდამ.პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას და პირველი ლედის აგატა კორნჰაუზერ-დუდას პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა.
საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და პოლონელ და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.
,,ქართველები პოლონელთა მხარდამხარ იბრძოდნენ და 1918 წელს გმირულად იცავდნენ პოლონეთს ბოლშევიკების აგრესიისაგან. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაცია ასევე მიუღებელი იყო პოლონეთისათვის. მართალია, საქართველოს ემიგრაციული მთავრობა საფრანგეთში დასახლდა, მაგრამ იუზეფ პილსუდსკის გარდაცვალებამდე ისინი ფინანსურ დახმარებას პოლონეთიდან ღებულობდნენ.
ბატონო პრეზიდენტო, მე მოხარული ვარ რომ თქვენი ვიზიტის ფარგლებში თბილისში გენერალ იუზეფ პილსუდსკის ქუჩა გაიხსნება.
ჩვენ ხალხებს ყოველთვის აერთიანებდა თავისუფლების სიყვარული და თავგანწირვა უკეთესი მომავლისა და საერთო კეთილდღეობისათვის. ამ სულისკვეთებამ ჩვენ არამხოლოდ ერთიანი იდეალები, არამედ საერთო გმირებიც დაგვიტოვა. ისტორიამ შემოგვინახა გრიგოლ ფერაძისა და სხვა მამუმლიშვილთა სახელები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს პოლონეთის კეთილდღეობაში.
ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს საქართველოს ეროვნული გმირის, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისი აღმატებულება ბატონი ლეხ კაჩინსკის თავგანწირვას, რომელიც 2008 წელს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იდგა თბილისში, ჩვენს გვერდით, რათა საქართველო რუსეთის სამხედრო აგრესიისაგან დაეცვა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის პოლონელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლონეთი ვერასოდეს შეეგუება საქართველოს ოკუპაციას.
“დღეს, მე როგორც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პოლონეთი არასდროს შეეგუება კანონის დარღვევით, სამხედრო და ეკონომიკური შანტაჟით თუ შეიარაღებული აგრესიით საერთაშორისო წესრიგის დარღვვევას. თანმიმდევრულად და უცვლელად ვემხრობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მხარს ვუჭერთ საქართველოს სრულ სუვერენიტეტს.
მსოფლიოს არ აქვს უფლება შეეგუოს კანონის ძალის ძალის კანონით ჩანაცვლებას! პოლონელებმა და ქართველებმა ძალიან დიდი ტკივილი მიიღეს ძლიერი მეზობლისგან, ამიტომ დღეს მტკიცედ იცავენ თავისუფალ სამყაროს და საერთაშორისო წესრიგს.
დიდი სიხარულით მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უცვლელად ორიენტირებულია დასავლურ სამყაროზე. პოლონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ევროკავშირის და ნატო-ს გახსნილობას იმ ახალ სახელმწიფოებზე, რომლებიც იზიარებენ მათ ღირებულებებს” – აღნიშნა ანდჟეი დუდამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები