ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რეპუბლიკის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა მიიღო, რომელიც საქართველოში პირველიოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, პოლონეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკისა დატურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებით, რადგან, მისივე თქმით, ამ მიმართულებით თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.
მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებაც ისაუბრეს. პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს მტკიცედ უჭერსსაქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, საქართველო იმსახურებს ევროკავშირისა და ნატო-სსრულფასოვანი წევრი გახდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა,ასევე, ისაუბრეს რეგიონული სტაბილურობისა და ამ მხრივ არსებულიგამოწვევების შესახებ.
ირაკლი კობახიძემ ანჯეი დუდას ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რეპუბლიკის სენატსა და სეიმს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეები ამმიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები