გედევან ფოფხაძე: ადა მარშანია რა ინიციატივითაც არ უნდა შემოვიდეს, ჩემთვის დასაფასებელი და ანგარიშგასაწევია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე რუსეთში შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით კოლეგა დეპუტატის ადა მარშანიას გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ შესაძლოა თან გაყვეს.
როგორც ფოფხაძემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვისას განაცხადა, ადა მარშანია მისთვის დასაფასებელი პიროვნებაა და რა ინიციატივითაც არ უნდ აგამოვიდეს, ანგარიშგასაწევია.
„ადა მარშანია რა ინიციატივითაც არ უნდა შემოვიდეს, ჩემთვის ეს ინიციატივა, პიროვნებიდან გამომდინარე, იქნება დასაფასებელი და ანგარიშგასაწევი. თუ მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთში წასვლაზე, შეიძლება შევთავაზო წამოგყვები თან-მეთქი, მისი პიროვნებიდან გამომდინარე. შეიძლება არ ვეთანხმებოდე აზრს, მაგრამ ქალბატონი ადა არის ჩემთვის ძალიან საპატივცემულო პიროვნება.
ადამიანურად, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ერთადერთი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ჩვენი პარტიული ინტერესი მაქსიმალურად დავივიწყოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საერთო პოზიცია გვქონდეს, რადგან ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ეს ისეთი საკითხია, რომელშიც ცალ-ცალკე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი ვერ შევიტანოთ ამაში. ჩვენ ყველას ერთმანეთი გვჭირდება და შესაბამისად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები