„თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკს ქმნიან

„თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკს ქმნიან. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრებმა, შალვა შავგულიძემ და ხათუნა სამნიძემ განაცხადეს. პარტიების ლიდერების თქმით, არჩევნებზე ერთიანი ხედვით და საერთო კანდიდატებით წარსდგებიან. მათი განმარტებით, ორი პარტიის გაერთიანების საფუძველი იდეოლოგიური თანხვედრაა.
​როგორც ხათუნა სამნიძემ განაცხადა, აუცილებელია, ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდეს.
„ეს ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ დღესაც ქვეყანა იგივე გამოწვევების წინაშე დგას. ამ რეალობის შესაცვლელად გავერთიანდით ერთ ბლოკად. ჩვენ გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას თავისუფალი სივრცე. ჩვენი საარჩევნო სია ღიაა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. უპასუხისმგებლო და არაფორმალური მმართველობა უნდა დასრულდეს და აუცილებელია, ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები