უსაფრთხოების სფეროს საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისა  და ნატოს სამოკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებით, უსაფრთხოების სფეროს საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა უსაფრთხოების სფეროში ნატოსა და საქართველოს შორის  სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრას ეწრებოდნენ  სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, ნატო-საქართველოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ვილიამ ლაჰიუ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი მონიკა ჩაკი,  ასევე   ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ოფიციალური პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უსაფრთხოების სფეროს უცხოელი ექსპერტები და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები