ტერაქტი ბაღდადში – დაღუპულია 20 ადამიანი

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ერთ-ერთ კაფესთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 20 და დაშავდა ათობით ადამიანი. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ტერაქტი შიიტებით დასახლებულ რაიონში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მას შემდეგ, რაც ერაყის ჯარმა „ისლამური სახელმწიფოს“ მეირ დაკავებულ ძირითად ქალაქზე, მოსულზე შეტევა დაიწყო, ქვეყნის დედაქალაქში ტერაქტები გახშირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები