თბილისში, მშენებარე კორპუსის მე-9 სართულდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩაზე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მე-9 სართულიდან მუშა გადმოვარდა. შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები