მოსკოვში, ქარიშხლის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად დაღუპულია 11 და დაშავებულია 50 ადამიანი, რომლებიც, სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოდოებში გადაიყვანეს.

მოსკოვში ქარის სიჩქარე წამში 22 მეტრს აღწევდა. მოგლეჯილია ხეები, რამაც ქუჩებში სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა. შეფერხებით მუშაობს ვნუკოვოს აეროპორტიც. დაზიანებულია ათობით სახლი. სტიქიის გამო, რუსეთის დედაქალაქში 18 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოსკოვის მერიის განცხადებით, მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს კომპენსაციას გადაუხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები