მოსკოვში ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა

მოსკოვში ძლიერ ქარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. „ბი ბი სის“ ცნობით, დაღუპულია 6 ადამიანი, თუმცა ამ მონაცემებს ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქარბუქმა წააქცია ხეები და სახლებს სახურავები გადახადა. სააგენტო „ტასი“ 4 დაღუპულის შესახებ იუწყება.
ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს. რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები