ავსტრალია ავღანეთში დამატებით 30 სამხედროს გაგზავნის

ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავღანეთში დამატებით 30 სამხედრო გაემგზავრება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარის პეინმა განაცხადა.
„ავღანეთი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ამიტომ ისლამურ რესპუბლიკაში დამატებით კონტინგენტის გაგზავნა დროული და სწორია“, – განაცხადა პეინმა ავსტრალიის სენატში სიტყვით გამოსვლისას.
ავსტრალიელი სამხედროები ავღანეთში სამხედრო ინსტრუქტორების ფუნქციებს შეასრულებენ, ისიბი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიღებენ.
ავსტრალიამ სამხედროები ავღანეთში 2001 წელს გააგზავნა. ამ ხნის განმავლობაში, ავღანეთში 42 ავსტრალიელი დაიღუპა, ხოლო 260 – დაიჭრა. ამჟამად ავღანეთში 270 ავსტრალიელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები