პარიზში პუტინისა და მაკრონის შეხვედრა მიმდინარეობს

საფრანგეთის დედაქალაქში ქვეყნის ლიდერის, ემანუელ მაკრონის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა პრესისთვის დახურულია, მისი დასრულების შემდეგ კი პრესკონფერენცია გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე სირიისა და უკრაინის კრიზისების საკითხები განიხილება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, შეხვედრაზე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებიც განიხილება. პუტინის და მაკრონის შეხვედრის წინ, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ხელისუფლება მაკრონის ძირითად კონკურენტს, მარინ ლე პენს უჭერდა მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები