დიმიტრი ქუმსიშვილი „ვატელის“ საერთაშორისო ტურისტული უნივერსიტეტის პრეზენტაციას დაესწრო

„ვატელის“ ბიზნეს სკოლის შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ვატელის“ ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა.
პრეზენტაციაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, „ვატელის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ჟულიენ ლისკუე, აგრეთვე, „ვატელის“ ადგილობრივი პარტნიორის, კომპანია “Block Invest”-ის დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი გამოვიდნენ.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, ტურისტების რაოდენობის ზრდის პარალელურად, ტურისტული სერვისების ზრდას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ტურისტების მიერ ჩვენს ქვეყანაში დახარჯული თანხა მომსახურების ხარისხის ზრდის კვალდაკვალ უნდა გაიზარდოს.
„ვატელი“ არის ნომერ პირველი, საუკეთესო ბიზნესსკოლა, სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი, ჰყავს 7 000 სტუდენტი და 30 000 კურსდამთავრებული.
„ვატელს“ 35-წლიანი არსებობის მანძილზე, 100 %-იანი დასაქმების სტატისტიკა აქვს. საქართველოში „ვატელ ჯგუფი“ “Block Invest”-ისა და “SEU”- ს დახმარებით შემოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები