აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მზეზე სპეციალური ზონდის გაშვებას გეგმავს
“ნასა” მზეზე სპეციალური კოსმოსური ზონდის გაგზავნას გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, ზონდი მზის ატმოსფეროში უნდა შევიდეს.
მისიის სახელწოდებაა Solar Probe Plus. მისი მიზანია მზის აქტივობის შესახებ ინფორმაციის მოძიება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ადამიანებს მზეზე აფეთქებების და მზის ქარიშხლების პროგნოზირების საშუალებას მისცემს.
აპარატის სტარტი 2018 წლის აგვისტოსთვის იგეგმება. ზონდი რამდენიმე მანევრს განახორციელებს და მზეს 7 წლის შემდეგ, 6 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება.
ზონდმა 1400 გრადუსის ტემპერატურას უნდა გაუძლოს. ამისთვის ის სპეციალური 11-სანტიმეტრიანი დამცავი ეკრანით იქნება აღჭურვილი. გარდა ამისა, აპარატის სისტემების გასაგრილებლად, მას წყლის ცირკულირების სისტემაც ექნება.