ახალციხეში, გაჩენილ ხანძარს მამა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, გაჩენილ ხანძარს მამა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხანძრის შედეგად, 85 წლის მამა და 57 წლის შვილი ადგილზე დაიღუპნენ. ცხედრები, თბილისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შემთხვევა 28 მაისს, გვიან ღამით მოხდა.
ცეცხლს 5 სახანძრო მანქანა დილის შვიდ საათამდე აქრობდა. მაშველებმა ოჯახის წევრების გადარჩენა ვერ შეძლეს. სახლი სრულად დაიწვა.
მეზობლების ინფორმაციით, მამა–შვილი ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ–ის 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები