დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავის სიძეს მთლიანად ენდობა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის სიძეს, ჯარედ კუშნერს ის მთლიანად ენდობა. რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ კუშნერი რუსეთთან საიდუმლო კავშირებში დაადანაშაულა.

„ჯარედი აშშ-სთვის ძალზე სასარგებლო საქმეს აკეთებს. მე მას მთლიანად ვენდობი. მას ბევრი ადამიანი სცემს პატივს და მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას მილიონობით დოლარის ეკონომიას მოუტანს“, – განუცხადა ტრამპმა “The New York Times”-ს.

ცნობისთვის, 26 მაისს გაზეთ “The Washington Post”-ში სტატია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, კუშნერი რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან კავშირის საიდუმლო და უსაფრთხო არხის დამყარების შესაძლებლობას განიხილავდა. გაზეთის ინფორმაციით, კისლიაკმა კუშნერის ამ შეთავაზების შესახებ მოსკოვს აცნობა. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთთან ჯარედ კუშნერის კონტაქტებით აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროც დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები