თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი  1 წევრი წავიდა.
ჩინჩალაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიც მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე არიან, ხელისუფლებას სასამართლოს საკონტროლებლად სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები