“ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით, სავარაუდოდ, განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპ-ი არ იქნება აუცილებელი”

“ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით, სავარაუდოდ, განიხილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპ-ი არ იქნება აუცილებელი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მაპ-ი არის ინსტრუმენტი გაწევრიანებისთვის. ეს არის აღიარებული ინსტრუმენტი, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაზე არაერთმა ავტორიტეტულმა გამომსვლელმა გააჟღერა თავისი პოზიცია, რომ საქართველოს განვითარების, მისი მზაობის გათვალისწინებით, ნატოში გაწევრიანებისთვის შესაძლოა, მაპ-ი იყოს ნატოში გაწევრიანების დროში გადადება. ამიტომ, ბუნებრივია, პოლიტიკურ წრეებში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით, სავარაუდოდ, განიხილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპ-ი არ იქნება აუცილებელი“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები