თურქეთში მიკროავტობუსი ამობრუნდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, მიკროავტობუსი ამობრუნდა, რომელშიც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ სააგენტო DHA იუწყება.
მიკროავტობუსი კაბადოკიის რეგიონიდან ქალაქ ალანიაში მიდიოდა.
მძღოლმა სველ გზაზე სატრანსპორტო საშუალება ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც, ის გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ავარიის შედეგად მძღოლი და სამი ტურისტი დაშავდნენ. მთლიანად მიკროავტობუსში 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები