მოსულში სამხედრო მოქმედებების დროს 13 ერაყელი სამხედრო დაიღუპა

საბრძოლო მოქმედებების დროს ერაყის ქალაქ მოსულში 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყელ სამხედროებზე მასიური შეტევა განახორციელეს. მასში ათობით ტერორისტი მონაწილეობდა. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა თიბ ალ-მოსულის მიდამოებში დანაკარგების თავიდან ასაცილებლად უკან დაიხიეს.
შაბათს ერაყელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ “ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად დასავლეთ მოსულის ბოლო რაიონებზე შეტევა დაიწყეს და ტერორისტებისგან მალე მთელ ქალაქს გაათავისუფლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები