კვლევების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ მაკრონის პარტია ლიდერობს

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია, „პოლიტიკური ცხოვრების განახლების ასოციაცია“, ლიდერობს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

ამჟამად მაკრონის პარტიას მხარს უჭერს ამომრჩეველთა 29 პროცენტი, ხოლო მისი ძირითადი კონკურენტის, მარინ ლე პენის „ნაციონალურ ფრონტს“ – 17%. „რესპუბლიკური პარტია“ მესამე ადგილს იკავებს, რომელსაც 15% უჭერს მხარს.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები 11 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები