მამუკა მდინარაძე: საქართველო ნატოსთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს

“საქართველო ნატოსთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ასე ახლოს საქართველო ნატოსთან და ევროსტრუქტურებთან არასდროს ყოფილა. პაოლო ალოს განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნატო მზადაა საქართველო თავის რიგებში მიიღოს. ეს ძალიან მალე იქნება, უფრო მალე, ვიდრე ბევრს შეიძლება წარმოედგინოს. ვფიქრობთ, დეკლარაციაში საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაფიქსირდება.
რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ გამოწვევებს თავს წარმატებით გაართმევს”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები