ნავალნი 12 ივნისს მოსკოვში ანტიკორუფციული მიტინგის ჩატარებას აპირებს

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 12 ივნისს მოსკოვში ანტიკორუფციული მიტინგის ჩატარებას გეგმავს. შესაბამისი განაცხადით მან მოსკოვის მერიას უკვე მიმართა. მიტინგების ჩატარება რუსეთის სხვა ქალაქებშიც იგეგმება. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციის წინააღმდეგ ნავალნის აქციები ადრეც გაუმართავს. კერძოდ, 26 მარტს ნავალნიმ და მისმა მომხრეებმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის კორუფციული ქმედებები გააპროტესტეს.
მაშინ რუსეთის ქალაქებში გამართულ აქციებში, სხვადასხვა მონაცემებით, 30-დან 100 ათას ადამიანამდე მონაწილეობდა. 1500 ადამიანი პოლიციამ დააკავა, ხუთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები