ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: საქართველო მყარად დგას განვითარებისა და ინტეგრაციის გზაზე

“საქართველო მყარად დგას განვითარებისა და ინტეგრაციის გზაზე”, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„შესავალი მოხსენებები ძალიან მომეწონა და მთელი გულით ხელს მოვაწერდი თითოეულ სიტყვას, რაც მოვისმინე. ვუერთდები განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველო მყარად დგას განვითარებისა და ინტეგრაციის გზაზე. ამის დამამტკიცებელი საბუთები მივიღეთ. თქვენ შორის – თბილისში ყოფნა ძალიან მიხარია. ვიცი, რომ 26 მაისს დამოუკიდებლობის 99 წელი იზეიმეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ პირველად მიიღო დამოუკიდებლობა, რასაკვირველია, მას შემდეგ ეს დამოუკიდებლობა სრული არ იყო, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობას გულით ვულოცავ.
ფაქტობრივად, ჩვენ 2002 წელს მოხდა, რომ ნატომ სხდომა ასპირანტ, არაწევრ ქვეყანაში ჩაატარა და თქვენ როგორც პარლამენტარები, თქვენ თვითონ, საკუთარი ქვეყნის ამომრჩეველს წარმოადგენთ და პოლიტიკური ლიდერებიც ხართ, რომლებმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და ხშირ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოებას ეხება. თქვენს ძალისხმევას ამ კუთხით ვაფასებ. თქვენი ქვეყნის მრავალი ლიდერი 25 მაისს ბრიუსელში შეიკრიბა და ამ შეხვედრის შემდეგ, იმ პროგრესს ვუსვამ ხაზს, რაც ქვეყანამ განიცადა. ფაქტობრივად, ამ შეხვედრაზე ორი თემა იქნა განხილული – ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და უსაფრთხოებისთვის ახალი ინსტრუმენტების შექმნა. ამ თემებზე დისკუსიები საკმაოდ ინტენსიურად წარიმართა“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა და საქართველოს როლს ავღანეთის მისიაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
სესიაზე მას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ მიმართა და აღნიშნა, რომ ეს როუზ გოტემოლერის პირველი ვიზიტია საქართველოში.
„ეს თქვენთვის პირველი ვიზიტია საქართველოში, რაც სხვადასხვა სტრუქტურაში მსახურობდით. ამერიკის მმართველობის და უსაფრთხოების საკითხების განმტკიცებაში წვლილი გაქვთ შეტანილი. მთავარი მომლაპარაკებელი ხართ რუსეთის ფედერაციასთან ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ასამბლეამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მზად ვართ, მოვუსმინოთ თქვენს დასკვნებს“, – მიმართა პაოლო ალიმ როუზ გოტემოლერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები