დიმიტრი ქუმსიშვილი: ეს არის გზავნილი ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომ ნატოს კარი ღიაა
“ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ამ ტრიბუნიდან გაჟღერდა”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარაციის ტექსტი, რომელშიც ძალიან ნათლად და პირდაპირ არის ნახსენები, თუ რა გამოწვევები აქვს საქართველოს და საით მიისწრაფვის.
მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს პრაქტიკულად მთელმა შემადგენლობამ ამ დეკლარაციით, რომელიც დღეს იქნება მიღებული, მოუწოდა რუსეთს იმისაკენ, რომ მოხდეს არაღიარება სეპარატისტული და ოკუპირებული რეგიონების, ასევე, დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და ყველა იმ ძირითადი პრინციპის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო კანონმდებლობით. ასევე, მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებს გააჩნიათ კანონშემოქმედების მიმართულებით, ეს არის გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომ მათთვის ნატოს კარი არის ღია,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მყარი რწმენა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წვერი ქვეყანა.