ამერიკელი სპეცრაზმელი საჩვენებელი წვრთნების დროს დაიღუპა

აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი საჩვენებელი წვრთნების დროს დაიღუპა. უბედური შემთხვევის მიზეზი ის გახდა, რომ სამხედროს პარაშუტი ბოლომდე არ გაეხსნა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ინციდენტი ნიუ-ჯერსის შტატში მოხდა, სადაც სამხედრო-საჰაერო სპორტის კვირეული იმართებოდა.
კერძოდ, „ზღვის სელაპების“ ქვედანაყოფის სამხედროს პარაშუტი არ გაეხსნა და ის მდინარე ჰადსონში ჩავარდა. სპეცრაზმელი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
სამხედრო-საჰაერო ძალების კვირეული აშშ-ში ყოველწლიურად იმართება. მასში საზღვაო ქვეითები, მედესანტეები და სანაპირო დაცვის წევრები მონაწილეობენ, რომლებიც საჩვენებელ წვრთნებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები