საფრანგეთში ვანდალებმა შარლ დე გოლის საფლავი დააზიანეს

საფრანგეთში ვანდალებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, შარლ დე გოლის საფლავი დააზიანეს. მათ საფლავიდან ჯვარი ჩამოაგდეს, რომელიც გატყდა.
ინციდენტი შაბათს მოხდა, როდესაც საფრანგეთში ნაცისტურ ოკუპაციასთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
შარლ დე გოლი მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ტერიტორიაზე ნაციზმთან პარტიზანულ ბრძოლას ედგა სათავეში. მან მეხუთე რესპუბლიკა დააარსა და ქვეყნის პრეზიდენტი 1969 წლამდე იყო.
დე გოლი ზემო მარნას დეპარტამენტშია დასაფლავებული. მის საფლავზე ვიდეოკონტროლი ხორციელდება. საფლავის დაზიანების ფაქტი უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები